შიბა ინუ სტანდარტი
17 Jul, 2019,
No comments
საშუალო ზომის, სიცოცხლით აღსავსე და მეგობრული შიბა ინუ დღეს დიდი მოწონებით სარგებლობს მშობლიურ იაპონიაში და თანდათან მსოფლიოშიც იხვეჭს პოპულარობას . შპიცის ტიპის იაპონურ ძაღლებში ეს ყველაზე პატარა ჯიში თავდაპირველად ფრინველისა და პატარა ნადირის ბუჩქნარიდან გამოსადევნად გამოიყენებოდა. `შიბა~ იაპონურად ბუჩქნარს ან პატარას ნიშნავს, `ინუ~ – ძაღლს. ხალისიანი და მეგობრული შიბა ინუები გონიერი ძაღლები არიან, მაგრამ მათი გაწვრთნა, ცოტა არ იყოს, ძნელია. ისინი უაღრესაც თავნება ცხოველები არიან და ბრძანებებს საკუთარი სურვილისამებრ ემორჩილებიან. ძირითადად, კარგად ეწყობიან ადამიანებსა და სხვა ცხოველებს, მაგრამ აგრესიულები არიან ბუნებრივი წყალგაუმტარობა ეკარგება.
შიბა ინუ თავს ოჯახის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს და არ უყვარს, როცა მარტო ტოვებენ. ვერ იტანს გარეთ ყოფნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის წევრები შინ არიან.
მონაცემები:
წარმოშობა - იაპონია
მთავარი დანიშნ - მონადირე
ტემპერამენტი - ენერგ., მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 13-16 წელი
მოვლა - რეგულ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ზომიერი
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
36-41 სმ
9-14 კგ
ძუ
33-38 სმ
8-13 კგ
ფეხები
წინა ფეხები აქვს სწორი და პარალელურად განლაგებული, უკანა – ძლიერი და ღონიერი.
თათები
კატის მსგავსი, ამოზნექილი თითებით და სქელი ბალიშებით.
კუდი
სქელი, სიარულისას ზურგისკენ აზიდული და ნამგალივით მორკალული.
ბეწვი
რბილი, სქელი თივთიკი და ხეშეში ბალანი; ჭარბობს წითური ტონები, სიასამურისფერი, შავი და ჟანგისფერი. ფეხები, მუცელი, გულმ-კერდი, სახე და კუდი – კრემისფერი ან თეთრი.
თვალები
სამკუთხა ფორმის და ღრმად ჩამჯდარი.
სახე
ფართო, კარგი პროპორციების, კეთილი ბუნების და თავდაჯერებული გამომეტყველების.
ცხვირი
შავი და ტყავისებური.
ტანი
მკვრივი და დაკუნთული, სქელი კისრითა და კარგად განვითარებული მკერდით.
წყალგაუმტარი, ყველა ამინდისათვის შესაფერისი ბეწვი შიბა ინუს იცავს როგორც სიცივისაგან, ისე სიცხისგან. თუ საშუალო სიდიდის და სათანადოდ დაცული ეზო გაქვთ, შეგიძლიათ ძაღლი იქ აცხოვროთ. მას ბევრი ვარჯიში ესაჭიროება. ზოგადად, ამტანი და ჯანმრთელია, თუმცა ზოგჯერ აღენიშნება გენეტიკური დარღვევები.
რჩევა:
ლეკვობის პერიოდში ავლენს თავნება ხასიათს; უყვარს სახლის არევ-დარევა, კარგად ეხერხება მაღლა აძრომა.
ესაჭიროება მტკიცე, სისტემატური წვრთნა.