ციმბირული ჰასკის სტანდარტი
July 17, 2019 at 11:19 pm,
No comments
თავი:
თავის ქალა არის ტანის პროპორციული. გადასვლა ყელიდან თავისკენ არი არის გამოკვეთილი. სახე - საშუალო ზომის, ტუჩებს აქვს პიგმენტი. ყურებიც - საშუალო ზომის, სამკუთხედის ფორმის, არც ძალიან გადაწეული ერთმანეთის მიმართ. სქელი და მყარად დამდგარი, ზედა კუთხე ოდნავ მომრგვალებული და მხოლოდ ზემოთ მიმართული. თვალები - ნუშის ფორმის, ოდნავ დახრილი. თვალის ფერსაც გააჩნია პიგმენტი - ყავისფერი, ან ცისფერი, ან ერთი ყავისფერი, მეორე ცისფერი. თვალებზე გააჩნია ძალიან ლამაზი წამწამები. (ნაკლი - ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ძალაინ დაშორებული თვალები).
კისერი და მკერდი:
კისერი მდგარ მდგომარეობაში - აწეული, საშუალო ზომის. ხოლო მოძრაობის დროს ოდნავ დაბლა დახრილი, ზურგის პარალელურად. (ნაკლი - ზედმეტად სქელი, მოკლე ან გრძელი კისერი). მხრები უნა იდგეს ჰორიზონტალურად დახრილად 45"-ით. მკერდი დიდი და ღრმა, თუმცა არც ძალიან ფართე. (ნაკლი - ფართე ან ძალიან ვიწრო მკერდი).
ფეხები:
წინა ფეხები არის ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული, სწორი და ერთმანეთის პარალელური. მუხლები არ არის გამოკვეთილი დგომის დროს. თათები ოდნავ დახრილი. (ნაკლი - მსხვილი და გამოკვეთილი მუხლები).
უკანა ფეხებიც ერთმანეთის პარალელური. მსხვილი კუდუსუნი, ფეხის კუთხეები გამოკვეთილი. მოძრაობის დროს თათები რჩება თავის მდგომარეობაში, არ იხრება არც შიგნით არც გარეთ. (ნაკლი - გახრილი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა თათები). თათის ბალიშები თოვლთან კარგად ადაპტირებული, თათების სისთემური წმენდა თოვლზე მოძრაობისას არ არის რეკომენდირებული. თუმცა მყარ ზედაპირზე (მაგ: ყინულზე) მოძრაობისას, დიდი ხნის გაუსუფთავებელმა თათებმა შესაძლოა გამოიწვიოს თათების ტრამვა. ამოტომ ზოგიერთი კაიური იყენებს სპეციალურ „ფეხსაცმელებს" ძაღლებისთვის. თათებზეც კი, ქვედა მხარეს ჰასკის გააჩნია ბეწვი.
წინა თათებზე ჰასკის აქვს თანდაყოლილი დამატებითი თითი. ეს თითები არ არის ზედმეტი, მათ ძაღლი იყენებს სახის გასასუფთავებლად. თუმზა ზოგიერთი კაიური ძაღლებს უკეთებს ოპერაციას და აშორებს ამ თითებს.
კუდი:
ჰასკის კუდი არის საშუალო ზომის ძალიან ფუმფულა და ლამაზი, მოგვაგონებს მელიის კუდს. არის დამდგარი, კითხვის ნიშნის ფორმის და წააგავს გადახრილ ბუმბულს. კუდი არ არის დახვეული და არ დევს ზურგზე. პერიოდულად, წყნარ მდგომარეობაში, კუდი ეშვება დაბლა. ბეწვი კუდზე საშუალო ზომის. (ნაკლი - ძალიან დახვეული კუდი, ან თუ დევს ზურგზე, ან მუდამ დაშვებული კუდი)
შეფერილობა:
ციმბირული ჰასკის შეფერილობა შესაძლებელია იყოს აბსოლიტურად ყველანაირი: სულ თეთრი, სულ შავი, რამოდენიმე ფერის ერთდროულად. ხშირია შავ-თეთრი და ნაცრისფერ-თეთრი შეფერილობა. ასევე გვხვდება რიჟა შეფერილობაც. იშვიათია სულ ,იქი (თეთრის გარეშე) და სულ თეთრი შეფერილობა, და რათქმაუნდა არ ითვლება ნაკლოვანებად.
ბეწვი:
ჰასკის ბეწვი არც თუ ძალიან გრძელია თუმცა საკმაოდ სქელი, ბზინვარე, ფუმფულა და ლამაზი. ტოვებს კარგად ჩაცმული ცხოველის შთაბეჭდილებას. ჰასკის აქვს ორი ტიპის ბეწვი ერთდროულად: ერთი - შედარებით გრძელი და იშვიათი, და მეორე - მოკლე და საკმაოდ ხშირი. ჰასკის ბეწვი დაფარულია სპეციფიკური სითხით, რაც ხელს უშლის ტემპერატურის გაცემა-შღწევას. სწორედ ასეთი ტიპის ბეწვის დამსახურებაა ის რომ ჰასკის შეუძლია უპრობლემოდ ყოფნა როგორც მინუს 30 გრადუს სიცივეში, ასევე პლიუს 30 გრადუს სიცხეშიც. არ საჭიროებს ხშირ დაბანას. (ნაკლი - გრძელი ბეწვი, ან უხეში ბეწვი)
მოძრაობა, სირბილი:
ჰასკი ძალიან მსუბუქად და ელასტიურად გადაადგილდება, არის ძალიან სწრაფი და მოქნილი. ფეხების მოძრაობით გამოირჩევა სხვა ძაღლებისაგან და მისი სირბილი მოგვაგონებს მგელის სირბილს. ფეხები მოძრაობისას ერთმანეთს არ ეხება და მოძრაობს სიმეტრიულად. რაც უფრო სწრაფია ჰასკი, გვეჩვენება რომ ის მით უფრო მსუბუქია, და გვჩება შთაბეჭდილება თითქოს ფრინავს დედამიწის ზედაპირზე.
ზომა და წონა:
ზომა ძუსა და ხვადს შორის ძალიან არ განსხვავდება. ხვადი: 53-60 სმ. ძუ:50-56 სმ. წონა: ხვადი:20-28 კგ. ძუ: 15-23 კგ. (ნაკლი - ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი).
სუნი:
ბუნებამ და გარემო პირობებმა, საიდანაც ეს სახეობა წამოვიდა, გადააქციეს ისინი აბსოლიტურად უსუნო ძაღლებად, რაც პრიალა ბეწვის დამსახურება. პრიალა ბეწვი ფაქტიურად არ იდებს ჭუჭყს. შეგვიძლია ჩავატაროთ პატარ ცდა, ჰასკის ზურგზე დავასხათ 1 ჭიქა წყალი. წყალი დაესხმება ზურგზე და გვერძე გადაგორდება, ისე რომ ბეწვი ფაქტიურად არ დასველდება და სისველე არ შეაღწევს ბეწვის შიგნით. თუმცა თუ ძაღლს ხშირად აბანავებთ (მაგალითად გაგრილების მიზნით) შესაძლებელია გარკვეული დროის მერე გაუჩნდეს სუნი.
ხასიათი:
მეგობრული, წყნარი, არააგრესიული, ხალისიანი, პატრონის ერთგული. არ გამოიყენება ფრინველზე სანადიროდ, არც სოროში. ნადირობს, მაგრამ არ მოაქვს ნანადირევი. თუცა ცხოველზე სანადიროდ დაყავთ ლაიკებთან ერთად: დათვზე, ტახზე, მაჩვზე, მელაზე, კურდღელზე და ა.შ. (მიუხედავად იმისა რომ ნადირობა არ არის მისი საქმე). არ გააჩნია ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი, ამიტომ არ გამოიყენებენ სადარაჯოდ. არის საკმაოდ ჯიუტი, თუმცა უჭკვიანესი, შესაძლებელია ნებისმიერი რამის სწავლება. აგრესიის სწავლება უმეტესად მთავრდება ხოლმე ფსიქიკის არევით, და იღებს სავალალო შედეგებს. ჰასკი ადვილად ეგუება ახალ საცხოვრებელ ადგილს, და არ უყვარს დახურული, პატარა ტერიტორია (მაგ: კორპუსში ცხოვრება და ა.შ.). მათ აქვთ მიდრეკილება უცხო ტერიტორიების დათვალიერების, ამიტომ რეკომენდირებულია მათი სეირნობა საყელოთი, და არ აუშვათ თუ არ ხართ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ ის არ გაგექცევათ. ის ადვილად სწავლობს კარების გაღებას, კარგად ხტება და შეუძლია ადვილად გადავიდეს მაღალ ღობეზეც კი. ჰასკი ადვილად სწავლობს, რომ სახლში არ უნდა მოისაქმოს, და ასეთ შემთხვევაში, ისე ატყობინებს პატრონს რომ გარეთ გაიყვანოს.
მოვლა-პატრონობა:
წარმომავლობიდან გამომდინარე ჰასკის ძირითადი საკვები საშუალება იყო თევზი და მათი ნარჩენებისგან დამზადებული საკვები, ე.წ. „ტრიბუხა", თუმცა დღევანდელ პირობებში ის შეეგუა ნებისმიერი ტიპის საკვებს. რეკომენდირებულია ერთიდაიგივე დროს, ერთიდაიგივე საკვები ვაჭამოთ. სხვა საკვებზე გადასვლა უჭირს, ამიტომ ხშირად ეშლება კუჭი. წელიწადში ორჯერ გამოიმუშავებს სპეციფიკური სითხეს, ბეწვზე, ამიტომ ხშირი დაბანა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით ლეკვობისას, რადგანაც ეს სითხე იცავს არა მარტო ტემპერატურისაგან, არამედ ბაქტერიებისაგანაც. აუცილებელია ხშირი გასეირნება, დილა-საღამოს მაინც. რეკომენდირებული არის ხშირი ვარჯიში: სირბილი, ცურვა და ა.შ.
ნადირობის ინსტინქტი:
წარსულში, ჩუქჩებთან, სადაც ჰასკი ცხოვრობდა, მიზანშეწონილი იყო ძაღლების გამოკვება მხოლოდ ზამთარში, ხოლო ზაფხულში მათ აუშვებდნენ და თვით გამოკვებაზე გაუშვებდნენ. ამიტომ ჰასკის განუვითარდა თვითგადარჩენის ინსტინქტი და გაუჩნდა ნადირობის პოტენციალი. ისინი ნადირობდნენ თაგვებზე, ციყვებზე, პატარა ფრინველებზე, კურდღელზე და გამოიკვებავდნენ თავს. დღესდღეობით, სახლის პირობებში თუ იზრდება ჰასკი, მაგალითად კატასთან ან თუთიყურშთან ერთად, ის მომავალში არ დაიწყებს მათზე ნადირობას, მაგრამ, თუ ის იზრდება მარტო, კატის დანახვაზე აუცილებლად გაეკიდება მას მოკვლის მიზნით. ამიტომ ხშირია ხოლმე პრობლემები მეზობლებთან.