ციმბირული ჰასკის ისტორია
July 17, 2019 at 11:32 pm,
No comments
ჰასკის აღწერილობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახეობა პირველად გამოჩნდნენ ჩუქჩებთან. იყო დრო როცა საჭირო გახდა სანადირო ტერიტორიების გაფართოება, რისთვისაც საჭირო იყო ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა სწრაფად გადაადგილება დიდ მანძილზე და მსუბუქი ტვირთის გადატანა სანადირო ტერიტორიიდან დასახლებულ პუნქტამდე, და პირიქით. მარხილში შებმული იყო 15-17 ძაღლი და გადაჰქონდათ ტვირთი. ჰასკები ცხოვრობდნენ ჩუქჩების ქოხებში, ამიტომ ისინი გამოყვანეს როგორც მაქსიმალურად არააგრესიული ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა პატარა ბავშვებთან ურთიერთობა
XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირში შედგენილი იქნა ჩრდილოეთის ძაღლების საერთო რეესტრი, რატომღაც ციმბირული ჰასკი ვერ მოხვდა ამ რეესტრში (რუსების დიდი მინუსი), მიზეზი დასახელდა ის რომ, ჰასკები არ იყვნენ ძალიან დიდები და ეფექტურები მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ეს და კიდევ რამოდენიმე მიზეზი გახდა საბაბი იმისა რომ უკვე 1940 წლისთვის ჰასკებმა ფაქტიურად შეწყვიტეს არსებობა საბჭოთა კავშირში. სახეობა შენარჩუნებული იქნა მხოლოდ აშშ-ში (ალიასკაზე), რაც არის მარხილებით რბოლების დიდი დამსახურება. 1908 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება ასეთი რბოლები, სადაც მთავარი გმირები არიან სწორედ ციმბირული ჰასკები. სწორედ ჰასკებს აღმოაჩნდათ ტალანტი ამ რბოლებისთვის, ისინი ფლობდნენ საუკეთესო სარბოლო სისწრაფეს, ამიტომ ისინი ხშირად ჩამოყავდათ ალიასკაში, შეჯიბრებისთვის და მომავალში გამრავლების მიზნით.
ისტორიამ შემოგვინახა იმ ადამიანის სახელები, რომლებმაც გადაგვირჩინეს ეს სახეობა გაქრობისაგან. ესენი იყვნენ: უკრაინელი ვაჭარი უილიამ ჰუსაკი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1909 წელს), შოტლანდიელი ოქროსმაძიებელი ფოქს მაულ რეიმსი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1911 წელს), ბეწვეულით მოვაჭრე ოლაფ სვენსონი, (რომელსაც კარგად ჰქონდა შესწავლილი ჰასკების მოვლა-გამრავლება 1930-იანი წლების ბოლოს), და რაღათქმაუნდა ნორვეგიელი მრბოლელი ლეონარდ სეპალა.